ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მომავალ კვირას ამერიკის ვიცე პრეზიდენტი თბილისს ეწვევა



ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომავალ კვირას უკრაინასა და საქართველოს ესტუმრება.

ამერიკის ხმის ქართულ რედაქციას საშუალება ჰქონდა მოესმინა ბატონი ბაიდენის მრჩევლის წინასწარი ანგარიში, რომელიც ვიცე პრეზიდენტის ვიზიტის დეტალებს მოიცავს.

გთავაზობთტ ინფორმაციას, რომელიც ვიცე პრეზიდენტ ბაიდენის მრჩეველმა ტონი ბლინკინმა მოგვაწოდა:

“უკრაინასა და საქართველოში განხორციელებული ვიზიტისას, ბატონი ბაიდენი შეხვდება ორივე ქვეყნის ხელისუფლებას, ისევე როგორც ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ამერიკის ვიცე პრეზიდენტი დაადასტურებს ამერიკის არსებულ მხარდაჭერას უკრაინასა და საქართველოში დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გასაგრძელებლად და განიხილავს ორმხრივი ინტერესის საკითხებს, ორივე ქვეყნის წარმომადგენლებთან.

ბატონ ბაიდენთან ერთად იქნებიან სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვის დეპარტამენეტის, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და ეროვნული ეკონომიკური საბჭოს მაღალი რანგის ოფიციალური პირები.

ბატონი ბაიდენი კიევში მომავალი კვირის ორშაბათს საღამოს ჩავა, შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ იუშჩენოსთან, ქალბატონ ტიმოშენკოსთან, ვიქტორ იანუკოვიჩთან, და არსენი იაცენუკთან.

შემდეგ იგი შეხვდება ამერიკის საელჩოს თანამშრომლებს და მოინახულებს უკრაინაში შიმშილის მსხვერპლთა მემორიალს, გაესაუბრება სამოქალაქო საზოგადოების წევრს და ვიზიტის ბოლოს ამერიკის ვაჭრობის პალატაში წაიკითხავს მოხსენებას ამერიკა-უკრაინის ურთიერთობების შესახებ.

თბილისში ჯო ბაიდენი ოთხშაბათს საღამოს ჩაფრინდება.

იმავე საღამოს პრეზიდენტი სააკაშვილი ოფიციალურ სადილს უმასპინძლებს, რომელსაც მოჰყვება კონცერტი ღია ცის ქვეშ.

ხუთშაბათს, ბატონი ბაიდენი ამერიკის საელჩოს თანამშრომლებთან შეხვედრით დაიწყებს, შემდეგ მას ოფიციალური სამუჯშაო შეხვედრა ექნება პრეზიდენტ სააკაშვილთან , მოგვიანებით გამართავს შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ასევე შეხვდება ოპოზიციის ლიდერებს, კერძოდ ირაკლი ალასანიას, ნინო ბურჯანაძეს, და ლევან გაჩეჩილაძეს.ჯო ბაიდენი ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტს მიაშურებს, შეხვედება თავმჯდომარეს, ისევე როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, გააკეთებს მოხსენებას პარლამენტში და ბოლოს შეხვდება საზაფხულო პროგრამის მონაწილეებს იუესეიდის ორგანიზებით.”

“ უკრაინასა და საქართველოს, ჩვენი აზრით ბევრი საერთო აქვთ.

ამავე დროს, -მათ წინ განსხვავებული გამოწვევები ეღობებათ და მათ წინაშე არსებული შესაძლებლობებიც სხვადასხვაგვარია.მიუხედავად ამისა, ამერიკას ორივე მათგანის სტაბილურობა და წარმატება ერთნაირად აინტერესებს.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ამერიკა აფასებს პარტნიორობას და საქართველოსა და უკრაინის მიერ გაღებულ წვლილს ავღანეთსა და ერაყში.

ჩვენ ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღმავება გვსურს და ბატონი ბაიდენის ვიზიტის მთავარი მიზანი სწორედ ამ პარტნიორობის გაღმავებაა ძალიან კონკრეტული გზებით.

XS
SM
MD
LG