ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაუგებრობა ირანის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გრძელდება


ირანის ყოფილი პრეზიდენტის აკბარ ჰაშემი რაფსანჯანის განცხადებით ჯერ კიდევ არსებობს ეჭვები გასულ თვეს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით და აუცილებელია ოპოზიციის აქტივისტების განთავისუფლება.

ირანის გავლენიანმა სულიერმა ლიდერმა ეს განცხადება პარასკევის ლოცვაზე თეირანის უნივერსიტეტში შეკრებილი ათასობით მხრადმჭერის წინაშე გამოსვლისას გააკეთა.

აქვე იყვნენ პრეზიდენტობის კანდიდატის მირ ჰუსეინ მუსავის მომხრეებიც. არჩევნების შემდეგ მუსავი პირველად გამოჩნდა საჯარო შეკრებაზე და ლოცვაში მიიღო მონაწილეობა.

ამასობაში თვითმხილველთა განცხადებით პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა თეირანის უნივერსიტეტის წინ შეკრებილი მუსავის მხრადმჭერთა დასაშლელად, რომლებიც დიდი საპროტესტო დემონსტრაციის ჩატრებას ცდილობდნენ.

ოპოზიციის ლიდერი ირანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მირ ჰუსეინ მუსავი ხელისუფლების მიერ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შესახებ საუბრობს.

XS
SM
MD
LG