ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოგადიშუში ორი ფრანგი სამხედრო მრჩეველი გაიტაცეს


სომალის ერთ-ერთმა მეამბოხე ისლამურმა დაჯგუფებამ ჰიზბულ ისლამიმ მძევლად აყვანილი სომალის მთავრობის ფრანგი სამხედრო მრჩეველი მეორე ისლამურ დაჯგუფებას ალ-შაბაბს გადასცა.

სამშაბათს მოგადიშუში ორი ფრანგი სამხედრო მრჩეველი გაიტაცეს. სომალის შინაგან საქმეთა მინისტრის შეიხ აბდულკადირ ალი ომარის განცხადებით ბანდიტებმა ფრანგები გამოსასყიდის მიღების მიზნით გაიტაცეს.

საფრანგეთის მთავრობის ინფორმაციით ფრანგები, რომლებიც ექსპერტები არიან უშიშროების საკითხებში, სომალის დროებითი მთავრობის მხრადასაჭერად ჩავიდნენ მოგადიშუში.

არც საფრანგეთის და არც სომალის მთავრობას არ გაუმჟღავნებია აღნიშნულ პირთა ვინაობა.

XS
SM
MD
LG