ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პასკისტანსა და ინდოეთს შორის მოლაპარაკებები ეგვიპტეში გაიმართა


ინდოეთის და პაკისტანის პრემიერ-მინისტრების განცხადებით ტერორისტების წინააღმდეგ მიმდინარე ომმა ხელი არ უნდა შეუშალოს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იუსუფ რეზა გილანიმ და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მანმოჰან სინგჰმა ერთობლივი განცხადება ეგვიპტეში გამართული მოლაპარაკების შემდეგ გამოაქვეყნეს. მოლაპარაკებები ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის შენელებას ისახავს მიზნად, რაც მუმბაიში ტერორისტული თავდასხმის შედეგად იყო გამოწვეული.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა რომ ინდოეთთან მშვიდობის დამყარება სავსებით შესაძლებელია. თუმცა საბოლოო მშვიდობის დამყარებამდე უნდა გაირკვეს ქაშმირის რეგიონის სტატუსი.

XS
SM
MD
LG