ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში გაეროს თანამშრომელი სასიკვდილოდ დაჭრეს


პაკისტანის პოლიციის განცხადებით გაეროს თანამშრომელი, რომელიც ლტოლვილთა ბანაკში მუშაობდა სასიკვდილოდ დაჭრეს მისი გატაცების მცდელობის დროს.

გაეროს განცხადების თანახმად დაღუპული ფეშავარის მახლობლად მდებარე კაჩა გარის ბანაკში მუშაობდა. გამტაცებლებმა ის გულმკერდის არეში დაჭრეს. დაჭრილი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გაერო შეშფოთებას გამოხატავს პაკისტანის სამხედროების მიერ სამხრეთ ვაზირისტანში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო, რამაც შესაძლოა ამ რაიონიდან ასი ათასობით ლტოლვილის ახალი ნაკადი გამოიწვიოს.

გაეროს წარმომადგენელის ჯონ ჰოლმსის განცხადებით მოსალოდნელია ნახევარი მილიონი ლტოლვილის გაჩენა თუი კიდევ გაგრძელდება ომი ამ რეგიონში.

სვატის რეგიონში პაკისტანის სამხედროებსა და მეამბოხეებს შორის მიმდინარე ბრძოლების შედეგად ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა მიატოვა საკუთარი საცხოვრებელი ადგილები.


XS
SM
MD
LG