ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საომარ კონფლიქტებში ბავშვთა მონაწილეობის პრობლემა ყველაზე მტკივნეულია


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ ანგარიშში, რომელიც 2009 წელს ტრეფიკინგის პრობლემებს ეძღვნება აღნიშნულია რომ მცირეწლოვანი მეომრების პრობლემა ერთ-ერთი უმთავრესია ამ სფეროში.

ბავშვების გამოყენება კონფლიქტის ზონებში მთელი რიგი კანონდარღვევებით მიმდინარეობს დახშირად სექსუალური ექსპლოტაციის სახეს იღებს.

კონფლიქტის ზონაში ბევრია 15-დან 18 წლამდე ასაკის ჯარისკაცები, თუმცა ზოგჯერ სომარ მოქმდებებში 7-8 წლის ბავშვებიც იღებენ მონაწილეობას.

გაეროს კონვენცია, რომელიც ბავშვათა უფლებების დაცვას ეხება და საომარ მოქმედებებში მათ მონაწილეობას კრძალავს მსოფლიოს 128 სახელმწიფოს მიერ არის რატიფიცირებული.

ამ კონვენციის მიხედვით აკრძალულია სამთავრობი ძალებში 18 წლამდე ასაკის მოზარდების გაწვევა. გარდა ამისა სახელმწიფო ვალდებულია არ გამოიყენოს მოზარდები არმიაში ყარაულების, მზარეულების და შიკრიკების სახით.

მიუხედავად იმისა რომ თითქმის შეუძლებელია დანამდვილებით ითქვას რამდენი ბავშვია საომარ კონფლიქტებში ჩართული ერთი რამე ნათელია რომ ეს გლობალური პრობლემაა.

განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა აზიისა და აფრიკის ქვეყნებში. აქ თითქმის არცერთი საომარი კონფლიქტი არ მიმდინარეობს ბავშვების მონაწილეობის გარეშე. ბავშვებს ხშირად იტაცებენ და აიძულებენ ომში მონაწილეობის მიღებას, ზოგჯერ ბავშვებით ვაჭრობაც კი მიმდინარეობს.

მცირეწლოვანებს აიძულებენ განაღმვით სამუშაოებშიც მიიღონ მონაწილეობა, რაც მათ დაღუპვას და დასახიჩრებას იწვევს.

მოზარდებს აიძულებენ მკვლელობებში მონაწილეობას რაც პსიქოლოგიური ტრმვის გამომწვევი მიზეზი ხდება, მათ სექსუალურ ექსპუტაციასაც უწევენ.

ბავშვების ყიდვა გაყიდვას და ტრაფიკინგს ერთხელ და სამუდამოდ ბოლო უნდა მოეღოს. მსოფლიოს სახელმწიფოებმა საერთაშორისო და არასამთვარობო ორგანიზაციებთან ერთად ყველაფერი უნდა იღონონ რათა მოზრადების არმიები განიარაღება, დემობილიზაცია და ამ საწყალი ბავშვების რეინტეგრაცია მოხდეს საზოგადოებაში.

XS
SM
MD
LG