ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში თვითმფრინავის კატასტროფა მოხდა



ირანის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, რომ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი. თვითმფრინავზე 168 მგზავრი იმყოფებოდა.დაღუპულთა შორის საქართველოს ორი მოქალაქეა.

ოთხშაბათს სახელმწიფო ტელევიზიით გადმოცემული ცნობის თანახმად, თვითმფრინავი სომხეთის დედაქალაქ ერევანის მიმართულებით მიფრინავდა როცა იგი ჩამოვარდა ჩრდილოეთ ირანში, ქალაქ ყაზვინის მახლობლად. გავრცელებული საინფორმაციო ცნობების თანახმად, თვითმფრინავი ჩამოვარდა თეირანის იმამ ხომეინის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრენიდან 16 წუთის შემდეგ.

გავრცელებულ ვიდეომასალაში ნაჩვენებია მინდორი რომელზეც მიმოფანტულია კასპიის ავიახაზების თვითმფრინავის დამწვარი ნაწილები.

ოფიცილაურ პირთა ცნობით თვითმფრინავზე იმყოფებოდა 153 მგზავრი და 15 ეკიპაჟის წევრი.

კასპიის ავიახაზები ერთობლივი რუსულ-ირანული კომპანიაა რომელიც 1990 წლების დასაწყისში დაარსდა.

ირანში ხშირია საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებული უბედური შემთხვევები, რაც მოძველებული თვითმფრინავების არასათანადო ტექნიკური მომსახურებითაა განპირობებული.

XS
SM
MD
LG