ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო გაეროს მისიის ბოლო წევრმა დატოვა



გაერთიანებული ერების დამკვირებელთა მისიის ბოლო წევრებმა დატოვეს საქართველო რუსეთის მიერ მათი სამშვიდობო მანდატის შეწყვეტის გამო.

მისიის ოფიციალურ პირთა ცნობით 130-წევრიანი დამკვირებელთა გუნდის ბოლო წევრმა ოთხშაბათს დატოვა სოხუმი.

გაეროს მისია 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების მონიტორინგს ახორციელებდა საქართველოში. აღსანიშნავია რომ 1994 წელს მიღწეულმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ ბოლო დაუდო ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს, რომელიც 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად განვითარდა.

ივნისის შუა რიცხვებიდან მოყოლებული გაეროს დამკვირებელთა მისია საქართველოში უმოქმედოდ იყო ვინაიდან მოსკოვმა უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება გამოიყენა დამკვირებელთა მისიის მანდატის გაგრძელების რეზოლუციის ბლოკირების მიზნით.

აღსანიშნავია ისიც რომ გასულ თვეს საქართველო დატოვა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სამშვიდობო დამკვირებელთა ჯგუფმა იმის შემდეგ რაც მოსკოვმა უარი თქვა ამ ჯგუფის მისიის მანდატის გაგრძელებაზე.

XS
SM
MD
LG