ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი აზიაში გაემგზავრება


დღეს ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საპროგრამო სიტყვით გამოვა საგარეო პოლიტიკის თაობაზე. ხვალ ჰილარი კლინტონი იფიციალური ვიზიტით ინდოეთსა და ტაილანდში მიემგზავრება.

ეს ქალბატონი კლინტონის პირველი მოგზაურობა იქნება საზღვარგარეთ იმის შემდეგ რაც მან

იდაყვის მოტეხილობა მიიღო ივნისში.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის იან კელის თქმით, ქალბატონი კლინტონი პარასკევს ინდოეთის ქალაქ მუმბაიში ჩადის, სადაც იგი გასულ წელს მომხდარი ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლთ პატივს მიაგებს. კვირას იგი დელიში მიემგზავრება სადაც დაგეგმილია მოლაპარაკებები ინდოეთის მთავრობასთან ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების შესახებ.

სამშაბათს, 21 ივლისს, ჰილარი კლინტონი ჩადის ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში სადაც დაგეგმილია მისი შეხვედრა პრემიერ მინისტრ აბისიტ ვეჯაჯივასთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. კელის თქმით კლინტონი ხაზს გაუსვამს ტაილანდთან ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობას.

აზიის რეგიონში ოფიციალური ვიზიტი დასრულდება 22 ივლისს, როცა კლინტონი ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას გაუძღვება

აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთის ერების გაერთიანების მინისტრების შეხვედრაზე ქალაქ ფუკეტში, სამხრეთ ტაილანდში.
XS
SM
MD
LG