ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში  13 სუნითი მებრძოლი ჩამოახრჩეს


ირანში ჩამოახრჩეს 13 სუნითი მებრძოლი. ირანის სახელმწიფო საინოფრმაციო სააგენტოების ცნობით ირანის ხელისუფლებამ სიკვდილით დასაჯა სუნითების საბრძოლო ჯგუფის ჯუნდალას 13 წევრი. სამშაბათს გამოქვეყნებულ ცნობაში ნახსენებია, რომ სიკვდილით დასჯა ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ზაჰედანში მოხდა. აღსანიშნავია რომ ორშაბათს ირანის საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა რომლის თანახმადაც ჯუნდალას 14 წევრის ჩამოხრჩობა იგეგმებოდა, ჯგუფის მეთაურის აბდოლმალიკ რიგის ძმის, ადბოლჰამიდ რიგის ჩათვლით. თუმცა მოგვიანებით ირანელმა ოფიციალურმა პირებმა საინფორმაციო სააგენოტებს აცნობეს რომ ამ უკანასკნელის სიკვდილით დასჯა კვირის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. ირანის მთავრობა ჯუნდალას მებრძოლებს ტერორიზმში ადანაშაულებს. მებრძოლების ჯგუფი მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში პაკისტანის საზღვართან.


XS
SM
MD
LG