ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში რუსეთის პრეზიდენტ მედვედევს საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებენ


თბილისში რუსეთის პრეზიდენტ მედვედევს საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებენ ! რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით ცხინვალში თბილისის იურიდიულმა კომპანიამ ”ჩიქოვანი, ცნობილაძე და პარტნიორები” განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, სადაც ნათქვამია : ” რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ჩასვლა ქ.ცხინვალში, რომელიც არის სუვერენული ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორია, წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის უხეშ დარღვევას და სისხლის სამართლის დანაშაულს ! საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ აწესებს განსაკუთრებულ რეჟიმს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაადგილების შესახებ”. აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელი ლევან გეგეშიძე ამბობს: - თავი მოვალედ ჩავთვალეთ, რომ აღნიშნული დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მიგვეწოდებინა საქართველოს მთავარი პროკურატურისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა იმოქმედებს კანონით დადგენილ ვადებში და დაიწყებს წინასწარ გამოძიებას რუსეთის მოქალაქის დიმიტრი მედვედევის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე. - დანასაული გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რომელიც სასჯელის სახით 4-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. - რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დ.მედვედევი გისოსებს მიღმა აღმოჩნდება, მაგრამ მიგვაჩნია, რომ საქართველოს სამარტალდამცავმა სტრუქტურებმა კანონი უნდა აღასრულონ.


XS
SM
MD
LG