ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში სამოქალაქო დანიშნულების შვეულმფრენი ჩამოვარდა


ნატოსა და ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით სამხრეთ ავღანეთში სამოქალაქო შვეულმფრენის დაცემის შედეგად დაიღუპა ექვსი ადანიანი. ოფიციალური პირები იუწყებიან რომ უბედური შემთხვევა სამშაბათს დილით ჰელმანდის პროვინციაში მოხდა. ნატოს წარმომადგენლის თქმით დაღუპულთა მოქალაქეობა ჯერ ჯერობით დაუდგენელია. თალიბანის წარმომადგენელმა განაცხადა რომ ჩინუკის მარკის შვეულმფრენი თალიბმა მეამბოხეებმა ჩამოაგდეს, თუმცა ამ განცხადების დადასტურება შეუძლებელია. ჰელმანდის პროვინციის სანგინის რაიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით ჩამოვარდნამდე შვეულმფრენს გაუჩნდა ცეცხლი. ამჟამად უბედური შემთხვევის მიზეზის შესწავლა მიმდინარეობს.

ნატოსა და ავღანელი ოფიციალური პირების ცნობით სამხრეთ ავღანეთში სამოქალაქო შვეულმფრენის დაცემის შედეგად დაიღუპა ექვსი ადანიანი.

ოფიციალური პირები იუწყებიან რომ უბედური შემთხვევა სამშაბათს დილით ჰელმანდის პროვინციაში მოხდა. ნატოს წარმომადგენლის თქმით დაღუპულთა მოქალაქეობა ჯერ ჯერობით დაუდგენელია.

თალიბანის წარმომადგენელმა განაცხადა რომ ჩინუკის მარკის შვეულმფრენი თალიბმა მეამბოხეებმა ჩამოაგდეს, თუმცა ამ განცხადების დადასტურება შეუძლებელია.

ჰელმანდის პროვინციის სანგინის რაიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით ჩამოვარდნამდე შვეულმფრენს გაუჩნდა ცეცხლი. ამჟამად უბედური შემთხვევის მიზეზის შესწავლა მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG