ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სენატში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ნომინირებული სოტომაიორის კანდიდატურას ამტკიცებენ



დღეს ამერიკის სენატში იწყება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ნომინირებული სონია სოტომაიორის დამტკიცების პროცესი.

ქალბატონი სონია სოტომაიორი პირველი, ლათინო ამეირკელი მოსამართლე იქნება, რომელიც უზენაეს სასამართლოში დაიკავებს პოსტს.

სენატორმა პატრიკ ლიჰაიმ, დემოკრატიული პარტიიდან, რომელიც იმავდროულად სენაიტს სასამართლო საკითხების შემსწავლელ კომიტეტს ხელმძღვანელობს, შეაქო ქალბატონი სოტომაიორის გამოცდილება.

მან სენატორებს მოუწოდა მოსმენები მისი დამტკიცების მიზნით, სამართლიან გარემოში ჩაატარონ და ქალბატონ სოტომაიორის პროფესიულ წარსულს შესატყვისი ყურადღება დაუთმონ.

დამტკიცების შემთხვევაში, 55 წლის სოტომაიორი ყოფილ მოსამართლეს დევიდ სუტერს შეცვლის, რომელიც ცოტა ხნის წინ პენსიაზე გავიდა.

XS
SM
MD
LG