ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევი ცხინვალს ესტუმრა


დღეს ცხინვალში მოულოდნელად რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ჩავიდა.

რუსეთის საინფორმაციო საშუალებების განცხადებით, მედვედევი შეხვდა სეპარატისტულ ლიდერს ედუარდ კოკოითს.

იტარ ტასი იტყობინება, რომ პრეზიდენტმა მედვედევმა სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან ასევე ილაპარაკა რიგი პროექტების შესახებ, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ეკონომიკის აღდგენას ისახავს მიზნად.

დღევანდელი შეხვედრა მედვედევის პირველი ვიზიტია ცხინვალის რეგიონში.

ქართველმა ოფიციალურმა პირებმა დაგმეს მედვედევის ვიზიტი, როგორც ქარტული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ფაქტი.

XS
SM
MD
LG