ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეთანიაჰუ მზად არის მაჰმუდ აბასს შეხვდეს



ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პალესტინის ლიდერები მიიწვია რათა მხარეებმა სამშვიდობო მოლაპარაკებები აღადგინონ.

დღეს ნეთანიაჰუმ ისრაელის მინისტრთა კაბინეტის წევრებს განუცხადა, რომ არანაირი მიზეზი არ არსებობს რატომაც იგი და პალესტინის ავტონომიის ლიდერი მაჰმუ აბასი არ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს.

პალესტინის ოფიციალურმა პირებმა უკვე განაცხადეს, რომ ისრაელთან არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ სანამ დასახლებების მშენებლობა არ შეწყდება მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.

ამერიკის ზეწოლის მიუხედავად ნეთანიაჰუს აქამდე არ სურდა ასეთ დათმობებზე წასვლა.

ამ ფონზე, ამერიკის შეერტებული შტატები განაგრძობს მოწოდებებს ისრაელისადმი, რათა შეწყდეს დასახლებების მშენებლობა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც პალესტინელები მომავალი სახელმწიფოს შემადგენლობაში მოიაზრებენ.

ისრაელი აცხადებს, რომ აღარ წამოიწყებს ახალი სამოსახლოების მშენებლობას თუმცა მოსახლეობის ზრდის დასაკმაყოფილებლად არსებულ დასახლებებს გააფართოვებს.

XS
SM
MD
LG