ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიტვაში პირველი პრეზიდენტი ქალის ინაუგურაცია შედგა


ლიტვაში პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგა. დალია გრიბაუსკაიტემ დღეს ვილნიუსში ოფიციალურად დადო ფიცი .


მოგვიანებით, პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, ევროკავშირის საბიუჯეტო პოლიტიკის ყოფილმა ხელმძღვანელმა პირობა დადო, რომ იგი ლიტვას ეკონომიკური პრობლემებისგან იხსნის და ქვეყნის საგარეო პოლიტიკას დააბალანსებს.

ქალბატონმა გრიბაუსკაიტემ ლიტვის უმაღლეს პოსტზე ვალდას ადამკუსი შეცვალა, რომელიც ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პენსიაში გავა.

გრიბაუსკაიტეს არჩევის შემდეგ, ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ განიხილავს ფინანსთა, ეკონომიკის, სოციალური უზრუნველყოფის, ჯანდაცვისა და ენერგეტიკის მინისტრების შეცვლის შესაძლებლობას.

შეგახსენებთ, რომ არჩევნებში დალია გრიბაუსკაიტემ ამომრჩეველთა ხმების 69 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა.

XS
SM
MD
LG