ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში 8 ბრიტანელი ჯარისკაცი მოკლეს


ბრიტანეთის საგარეო საქმეტა მინისტრი დევიდ მილიბენდი ავღანეთში ბრიტანული ჯარების ყოფნას იცავს, მას შემდეგ რაც უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ამ ქვეყანაში 8 ბრიტანელი ჯარისკაცი მოკლეს. ბი-ბი-სის რადიოში გამოსვლისას ბატონი მილიბენდი ამტკიცებდა რომ ავღანეთში გამარჯვების გარეშე ბრიტანეთი თავს ვერასოდეს იგრძნობს უსაფრთხოდ.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების თანახმად ბრიტანელები თურმე ავღანეთში საკუთარი სამშობლოს მომავლისთვის იბრძვიან რადგან ამ ქვეყნიდან იგეგმებოდა თავდასხმები ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებზე.

8 ბრიტანელი ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ ავღანეთში ბრიატელტა დანაკარგებამ 184 კაცი შეადგინა, რაც ხუთით მეტია ვიდრე ერაყში მათ მიერ განცდილი დანაკლისი.

ავღნეთის სამხრეთში 8000 ბრიტანელი ჯარისკაცი იბრძვის თალიბთა წინააღმდეგ ჰელმანდის პროვინციაში ამერიკელი საზღვაო ქვეითების მხრადამხარ.


XS
SM
MD
LG