ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აუნგ სან სუ ჯის, 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება


ბირმის ლიდერის აუნგ სან სუ ჯის სასამართლო საქმეში დაცვის ბოლო მოწმე აცხადებს, რომ ქალბატონ სან სუ ჯის არ დაურღვევია არცერთი არსებული კანონი, რამეთუ კონსტიტუცია 1988 წლის სამხედრო გადატრიალების დროს გაუქმდა. აუნგ სან სუ ჯის ეროვნული ლიგა-დემოკრატიული პარტიის ერთერთმა წევრმა-ხინ მოე მოემ ასევე მისცა ჩვენება სასამართლოს. იგი მეორე მოწმეა, რომელიც სასამართლომ დაუშვა. ბრალდების მხარემ საქმეში 14 მოწმის გამოჩენა მოითხოვა. აუნგ სან სუ ჯის, შინა პატიმრობის პირობების დარღვევისთვის, მათ შორის სტუმრის ოფიციალური ნებართვის გარეშე მიღების გამო, 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ამ ინციდენტის შემდეგ მაისში, იგი რანგუნის ციხეშია დაკავებული. აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება არ მიეცა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს ჯერემი ჰოჯის.


XS
SM
MD
LG