ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო მზადა არის დაეხმაროს სვატის რაიონიდან დევნილ ორ მილიონ პაკისტანელს


გაერო მზადა არის დაეხმაროს სვატის რაიონიდან დევნილ ორ მილიონ პაკისტანელს დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებს.

თუმცა ისლამაბადში გამართულ პრესკონფერენციაზე გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ ჯონ ჰოლმსამ შეშფოთება გამოხატა სვატის რაიონში უასაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის გამო.

მისი თქმით გაერო თანამშრომლობს პაკისტანის ხელისუფლებასთან რათა დევნილებს არავინ აიძულოს უკან დაბრუნება სანამ იქ არ შეიქმნება უსფართხო პირობები.

ამასობაში პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში თალიბებთან შეტაკებაში 4 პოლიციელი დაიღუპა. პოლიციის საგუშაგოზე თავდასხმა ბაჯაურის რაიონში მოხდა.

XS
SM
MD
LG