ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაკოტრების შედეგად ახალი ჯენერალ მოტორსი იქმნება


გაკოტრების შედეგად ახალი ჯენერალ მოტორსი იქმნება. გაკოტრების გამოცხადებიდან 40 დღის შემდეგ ამერიკული საავტომობილო გიგანტი ჯენერალ მოტორსი გარდაიქმნა ახალ, უფრო მცირე ზომის ორგანიზებულ კომპანიად. ოფიციალურ პირთა ცნობით პარასკევს ავტომწარმოებელმა ხელი მოაწერა დოკუმენტებს რითაც დასრულდა ჯენერალ მოტორსის საუკეთესო შემადგენელი ნაწილების გაყიდვა ახალი კომპანიის შესაქმნელად.

გაკოტრების პროცესის მსვლელობისას ჯენერალ მოტორსის ხელმძღვანელობამ დაითხოვა ათასობით მუშა და განაცხადა რომ ისეთი ცნობილი მარკის ავტომანქანები როგორიცაა ჰამერი, სატურნი და პონტიაკი ან დაიხურება ან გაიყიდება.

გარდაქმნილი ჯენერალ მოტორსის 61 პროცენტი სახელმწიფოს განკარგულებაშია. ამერიკის მთავრობამ უკვე გამოყო მილიარდობით დოლარი საავტომობილო ინდუსტრიის ამ გიგანტის გადასარჩენად. ამისდამიუხედავად ობამას ადმინისტრაციამ განაცხადა რომ იგი მისცემს ჯენერალ მოტორსის ხელმძღვანელობას კომპანიის მართვის უფლებას.

ახალ საავტომობილო კომპანიას, რომელიც უმსხვილესია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოუწევს ვებერთელა დაბრკოლებების გადალახვა. გასულ თვეს, ძველი ჯენერალ მოტორსის მარკის მანქანების ვაჭრობა 34 პროცენტით შემცირდა, რაც იმის მანიშნებელია რომ საწვავზე მაღალი ფასებისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე ამ კომპანიის მანქანებზე მოთხოვნა დაცემას განაგრძობს.

XS
SM
MD
LG