ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიაში დიდი რვიანის შეხვედრა დასრულდა


იტალიაში დიდი რვიანის შეხვედრა დასრულდა; განვითარებული ქვეყნები დაპირდნენ 20 მილიარდი დოლარის დახმარება გამოყუონ ღარიბი ქვეყნებს სურსათით მომარაგებისთვის. დღეს მსოფლიოს რვა უმდიდრესმა ქვეყანამ დაამთავრა შეხვედრა იტალიის ქალაქ ლაქვილაში ერთობლივი დაპირებით ღარიბი ქვეყნებისთვის სურსათით მომარაგების მიზნით 20 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ. ხსენებული განხცადება მოჰყვა დიდი რვიანის ლიდერების სასურსათო უსაფრთხოების თემაზე მოლაპარაკებებს აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლებთან. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეხვედრის შედეგები შეაჯამა პრესისთვის, როცა მან აღნიშნა რომ დიდი რვიანის ქვეყნების ლიდერების მოლაპარაკებამ ეკონომიკური კრიზისის დაძლევასა და კლიმატურ ცვლილებაზე “გულრწფელ და ენერგიულ” ატმოსფეროში ჩაიარა. პრეზიდენტ ობამას თქმით ეკონომიკური კრიზისის დაძლევას დიდი რვიანის ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევა დასჭირდება და ამ მხრივ ჯგუფში არსებული კონსენსუსი იმის მანიშნებელია რომ აუცილებელია საერთო მოქმედება გლობალური ეკონომიკის გამოჯანსაღებლად. მან ხაზი გაუსვა მიღწეულ შეთანხმებებს ბირთვული შეიარაღების გავრცელების წინააღმდეგ ზომების მიღების შესახებ და აღნიშნა რომ დიდი რვიანის ქვეყნების ლიდერებმა გამოთქვეს შეშფოთება ირანში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მომხდარი “შემზარავი მოვლენების” გამო. პარასკევს აგრეთვე დაგეგმილია ბატონ ობამას შეხვედრა რომის პაპ ბენედიქტესთან ვატიკანში.


XS
SM
MD
LG