ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2 მილონი დევნილი სვატის რაიონიდან სახლებს დაუბრუნდება


პაკისტანის ხელისუფლების განცხადების თანახმად 2 მილონი ადამიანი, რომლებმაც ომის გამო სვატის რაიონი დატოვეს თითქმის მზადაა უკან დასაბრუნებლად.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის იუსუფ რაზა გილანის განცხადებით ახლა ამ რაიონში შედარებით სტაბილური სიტუაციაა და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მიუხედავად ამისა ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს რომ თალიბები სვატის რეგიონში კვლავაც აგრძელებენ თავიანთ ოპერაციებს.

საომარი მოქმედებების გამო საკუთაროი საცხოვრებელი სახლებიდან განდევნილი ათობით ათასი ადამიანი დღემდე კარვებში ცხოვრობს.

პაკისტანის ხელისუფლება ამტკიცებს რომ საომარი მოქმედებების დროს მოწინააღმდეგის 1700 მებრძოლი გაანადგურეს.

XS
SM
MD
LG