ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი  ბარაქ ობამა განას ეწვევა


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა განაში ჩადის. ამასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად 10 ათასამდე პოლიციელის მობილიზაცია მოხდება. ამის შესახებ განცხადება განის ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს.

ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტი პარასკევს დაიწყება და 24 საათს გასტანს.

ვიზიტთან დაკავშირებით განის ხელისუფლება ხალხის დიდ ნაკადს ელის, რომელთაც სურვილი აქვთ აშშ-ის პირველი აფრიკული წარმოშობის პრეზიდენტის ხილვის.

განის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ პოლიციის უფროსმა როზე ბიო ატინგამ თავის განცხადებაში დასძინა, რომ პოლიცია მაქსიმალურ მზადყოფნაშია ონბამას ვიზიტისთვის. თეთრი სახლის განცხადებით პრეზიდენტის არჩევანი განაზე იმის გამო შეჩერდა, რომ ქვეყანა მყარი დემოკრატიის გზაზე დგას და არჩევნების გზით ხელისუფლება მშვიდობიანად შეიცვლა.

განის პრეზიდენტმა ჯონ ატტა მილსმა იანვარში სულ რაღაც 40 000 ხმით გაიმარჯვა.


XS
SM
MD
LG