ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში აფეთქების შედეგად  25 ადამინი დაიღუპა


ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში სატვირთო მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. აფეთქების შედეგად 25 ადამინი დაიღუპა , მათ შორის სულ ცოტა 12 ბავშვი იყო. როგორც ადგილობრივი პოლიციის უფროსი აცხადებს, ლოგარის პროვინციაში ხე-ტყიტ დათვირთული სატვირთო ავტომანქანა მძღოლმა განგებ გადააყირავა ქუჩაში, შემდეგ დისტანციური მართვის მქანიზმი ამუშავდა. აფეთქება მაშინ მოხდა , როდესაც ბავშვები სკოლაში მიდიოდნენ. ინცინდენტს 12 ბავშვი, 4 პოლიციელი და კიდევ რამოდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. თალიბები ხშირად იყენებენ გზისპირა ნაღმებს უცხოელი და ავღანელი სამხედროების მიმართ. მააგრამ ხშირ შემთხვევაში იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. ამას გარდა ნატოს ჯარების წარმომადგენლები ავღანეთში იუწყებიან, რომ კიდევ ერთ ინცინდენტს ჰქონდა ადგილი ქვეყნის სამხრეთში , რომლის დროსაც ალიანსიის ორი ჯარისკაცი დაიღუპა.


XS
SM
MD
LG