ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი რვიანის სამიტზე ყურადღება გარემოს დაცვისა და ვაჭრობის საკითხებზე გაამახვილეს


წამყვანი ინდუსტრიული 8 ქვეყნის ლიდერმა და მათთან ერთად 5 ეკონომიკურად სწრაფად განვითარებადი ქვეყნის მეთაურმა იტალიაში სამიტზე ყურადღება გარემოს დაცვისა და ვაჭრობის საკითხებზე გაამახვილეს. ბრაზილია, ჩინეთი, ინდოეთი, მექსიკა და სამხრეთ აფრიკა დიდი რვიანის ქვეყნებთან ერთად შეთანხმდნენ რომ საჭიროა ჩიხში შესული მსოფლიო ვაჭრობის საკითხების განხილვის გაგრძელება შემდეგი წლისთვის . სამიტზე დიდი რვიანის ქვეყნების ლიდერებმა განვითარებადი ქვეყნების ლიდერებს მხარდაჭერა სთხოვეს 2050 წლისთვის სათბური გაზის გამოყოფის შესამცირებლად. მაგრამ ჩინეთმა და ინდოეთმა ამ ინიციატივაზე უარი განაცხადეს. აშშ-ის პრეზიდენტი ბრაზილიის პრეზიდენტს ლუის ინასიო დასილვას შეხვდა. პრეზიდენტებმა გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის საკითხებზე ისაუბრეს, განხილვის საგანი გახდა აგრეთვე ჰონდურასის პოლიტიკური კრიზისი და ირანის პრობლემა. გაკეთდა დიდი რვიანის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ ქვეყნის ლიდერები ირანის მიმართებაში კარგავენ მოთმინებას, ვინაიდან ეს უკანასკნელი თავის ბირთვულ ამბიციებს არ თმობს. განცხადებაში აგრეთვე ლიდერებმა დაგმეს ირანში პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები და ჟურანლისტების დაკავება.


XS
SM
MD
LG