ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰონდურასში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებებს აშშ-ი უჭერს მხარს


ჰონდურასის განდევნილი პრეზიდენტი მანუელ ზელაია და მისი მეტოქე, ქვეყნის დღევანდელი ლიდერი რობერტო მიჩელეტი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად მოლაპარაკებას გამართავენ. მოლაპარაკების დაწყებას შეერთებული შტატები უჭერს მხარს. შუამავალი კოსტა-რიკის პრეზიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი ოსკარ არიასი იქნება. მანუელ ზელაია სამხედრო გადატრიალების შედეგად გადააყენეს 28 ივნიის და მის მაგივრად ჰონდურასის ეროვნულმა კონგრესმა სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად რობერტო მიჩელეტი აირჩია. აღსანიშნავია რომ ბატონი ზელაია შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მიიღო ვაშინგტონში.

XS
SM
MD
LG