ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოჯახედების სამხედრო ბაზის დაბომბვას 10 მეომრის სიცოცხლე შეეწირა


პაკისტანის დაზვერვის მონაცემებით შეერთებული შტატების უპილოტო საფრენმა აპარატმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რაიონში მოჯახედების სამხედრო ბაზა დაბომბა, რასაც 10 მეომრის სიცოცხლე შეეწირა. სამშაბათს ვაზირისტანის სამხრეთში კიდევ ერთი ამგვარი დაბომბვა განხორციელდა რომლის დროსაც მოწინააღმდგემ 14 მებრძოლი დაკარგა. ამ რაიონში თალიბების ძალებს ბაითულა მესუდი ხელმძღვანელობს რომელიც დიდი ხანია ებრძვის პაკისტანის მთავრობას და მჭიდროდ თანამშრომლობს ალ-ყაიდასთან.

XS
SM
MD
LG