ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამთავრდა ბარაქ ობამას უმაღლესი დონის ვიზიტი მოსკოვში


დამთავრდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას უმაღლესი დონის ვიზიტი მოსკოვში. სამშაბათს ბარაქ ობამა კიდევ ერთხელ ელაპარაკა თავის კოლეგას დიმიტრი მედვედევს, თუმცა საზოგადოების ყურადღება მიპრობილი იყო რუსეთის ყველაზე უფრო გავლენიან კაცთან პრემირ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან მის საათნახევრიან შეხვედრაზე.

ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა რომ რუსეთს უფრო უკეთესი ურთიერთობა ექნება შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტთან ბარაქ ობამასთან.

თავის მხრივ პრეზიდენტი ობამაც ოპტიმისტურად არის განწყობილი:“ ჩვენის აზრით ამჟამად ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესები საუკეთესო შესაძლებლობა არსებობს.“

შეხვედრა ძალზე თავაზიანად მიმდინარეობდა. ამის შემდეგ პრეზიდენტი ობამა მოსკოვის ახალ ეკონომიკურ სკოლაში გაემართა ლექციის წასაკითხად. ეს სკოლა თავისი ლიბერალური შეხედულებებით გამოირჩევა.

პრეზიდენტმა ობამამ რუსეთთან თავისი დამოკიდებულების შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით:“ ამერიკა მიესალმება ძლიერი, მშვიდობიანი და წარმატებული რუსეთის არსებობას. ეს განწყობა რუსი ხალხის მიმართ ჩვენი უდიდესი პატივისცემიდან გამომდინარეობს, რაც ჩვენი საერთ ისტორიის შემადგენელი ნაწილია.“

პრეიზედნტმა ობამამ ორი ქვეყნის ბიზნესის ურთიერთობაში ახალი ერის დაწყება გამოაცხადა, რაც მისი აზრით გარემოს და ადამიანი უფლებათა დაცვის პრობლემებზეც უნდა გავრცელდეს. პრეზიდენტ ობამას განცხადებით ორი ქვეყნის საზოგადობას შორის ახალი ურთიერთობების ხანა უნდა დაიწყოს.

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ბარაქ ობამას ერთად იყო ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს, თუმცა რუსეთის საზოგადოების წარმომადგენლებთან დანიშნულ შეხვედრაზე, რომელსაც ოპოციციონერებიც ესწრებოდნენ, რუსეთის პრეზიდენტი აღარ გამოჩენილა.

XS
SM
MD
LG