ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიაში დიდი რვიანის შეხვედრა დაიწყო


მსოფლიოს 8 წამყვანი ინდუსტრიული სახელმწიფოს ლიდერები სამ დღიან შეხვედრაზე შეიკრიბნენ იტალიაში, რომლის დროსაც გლობალურ ეკონომიკურ პრობლემებს, ბუნების ცვალებადობას, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას და სიღარიბესა და შიმშილთან ბრძოლის საკითხებს განიხილავენ.

დიდი რვიანის შეხვედრა მიწისძვრისგან დაზარალებულ იტალიის ქალაქ აქუილაში გაიხსნა, სადაც სტიქიურმა უბედურებამ აპრილში 300 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

დანგრეული ქალაქის ცენტრი უკვე მოინახულა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ. იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი კი ამავე რაიონში გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ესაუბრა.

მსოფლიოს ლიდერები სხვა პრობლემებთან ერთად ირანსა და ჰონდურასში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ჩინეთის სინჯიანგის პროვინციაში მომხდარი შეტაკებების საკითხსაც განიხილავენ.

XS
SM
MD
LG