ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში ათასობით დემონსტრანტი ციხეში ზის


ირანელმა რეფორმატორებმა ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მომხდარი არეულობის დროს დაპატიმრებული ხალხის განთავისუფლებისკენ მოუწოდეს.

მოწოდების ავტორები არჩევნებში დამრცხებული პრეზიდენტობის კანდიდატები მირ ჰუსეინ მუსავი და მაჰდი კაროუბი არიან ირანის ყოფილ პრეზიდენტ მოჰამედ ჰატამისთან ერთად.

ირანის პოლიციამ 1000-ზე მეტი ოპოზიციის აქტივისტი დააპატიმრა თეირანში მომხდარი გამოსვლების დროს.

ირანის ხელისუფლების განცხადების თანახმად დაკავებულთა უმრავლესობა უკვე განთავისუფლებულია.

XS
SM
MD
LG