ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ნატოს 4 ჯარისკაცი დაიღუპა


ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის განაცხადებით ქალაქ ყუნდუზის მახლობლად ნაღმზე აფეთქების შედეგად ნატოს 4 ჯარისკაცი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით ეს ჯარისკაცები ამერიკელები იყვნენ. ავღანეთის სამხრეთში შახიდმა მანქანაში დამონტაჟებული ბომბი ნატოს სამხედრო ბაზის ჭიშკართან ააფეთქა. ამ ტერაქტის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა. ავღანეთის ხელისუფლების განცხადების თანახმად ნატოს სამხედრო ბაზა ყანადაარის აეროდრომის სიახლოვეს მდებრეობს. ეს ავღანეთში ამერიკელი სამხედროების ერთ-ერთი უდიდესი ბაზაა. ამასობაში გრძელდება ამერიკელთა სამხედრო ოპერაცია ჰელმანდის პროვინციაში.
XS
SM
MD
LG