ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის სულიერი ლიდერი აკრიტიკებს დასავლეთს


ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ გააფრთხილა დასვლეთი რომ თავი შეიკავის ირანის საშიანაო სამქეებში ჩარევისგან.

ირანის ტელევიზიით გამოსვლისას აიათოლამ აღნიშნა რომ ირანის საშინაო საქმეებში ჩარევა უპასუხოდ არ დარჩება, რაც ზიანს მიაყენებს დასავლეთის და ირანის ურთიერთობებს.

ირანის ხელისუფლება მიიჩნევს რომ საპრეზიდენტო არჩევნების შენდეგ მომხდარ არეულობებში ბრიტანეთის და შეერთებული შტატების ხელი ურევია.

ირანის პოლიციამ ბრიტანეთის საელჩოს 9 ირანელი თანამშრომელი დააპატიმრა არეულობებში მონაწილეობის ბრალდებით. ამჟამად სატუსაღოში მხოლოდ ერთი მათგანი იმყოფება დანარჩენები უკვე გაანთავისუფლეს.

ირანის ხელისუფლებამ ასევე გაანთავისუფლა ბერძნული წარმოშობის ბრიტანელი ჟურნალისტი, რომელიც საპროტესტო დემონსტრაციების გაშუქების დროს დააკავეს.

XS
SM
MD
LG