ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში ამბოხების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 140-ს გადააჭარბა


ჩინეთში მომხდარი ამბოხების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 140-ს გადააჭარბა. ჩინეთის ოფიციალური პირების ცნობით ქვეყნის დასავლეთში მდებარე სინჯიანის ავტონომიურ ოლქში მომხდარი პოლიციასა და ეთნიკური უმცირესობის უიღურების შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 140-ს გადააჭარბა . ჩინეთის ოფიციალური პირები ბრალს დებენ მსოფლიო უიღურების კონგრესს მღელვარების წაქეზებაში რომლის შედეგადაც სულ მცირე 800 პირი დაშავდა მას შემდეგ რაც შეტაკებები დაიწყო კვირას. ხსენებული ორგანიზაციის ხელმძღვანელია რებია კადირი, უიღური საქმოსანი ქალი, რომელიც წლების მანძილზე ციხეში იჯდა ჩინეთში და რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. უცხოეთში გადასახლებულ უიღურთა ჯგუფები უარყოფენ ჩინეთში მომხდარ მღელვარებაში მონაწილეობას. მათი თქმით ამბოხი განპირობებული იყო უიღურთა მზარდი უკმაყოფილებით ჩინეთის მთავრობის გადამეტებული კონტროლით უიღურთა ცხოვრების ეკონომიკურ, კულტურულ და რელიგიურ სფეროებში. აღსანიშნავია რომ უიღურები ძირითადად მაჰმადიანები არიან. ორშაბათს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განაცხადა, რომ ჩინეთმა მშვიდობიანად უნდა გადაწყვიტოს აზრთა უთანხმოება დიალოგის გზით. მან მოუწოდა ყველა მთავრობას დაიცვან მათი მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება.

XS
SM
MD
LG