ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასოშიეთიდ პრესის ინტერვიე ბარაკ ობამასთან


შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია თუ რა ბედი ეწევათ გუანტანამოს ციხის ტუსაღებს. როგორც ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს გუანტანამოს ციხეში დაკავებული ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ტუსაღების პრობლემის მოგვარება მისი ერთერთი ყველაზე რთული ამოცანაა.

პრეზიდენტმა ესოშიეითიდ პრესს განუცხადა რომ ადმინისტრაცია გეგმავს გუანტანამოს ციხის ტუსაღების გარკვეული რაოდენობის ხანგრძლივი დროით სხვა ციხეებში გადაყვანას თუმცა მან იქვე დასძინა რომ ჩამოყალიბებული გეგმა ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ შექმნილა.ამ საკითხთან დაკავშირებით თავშეკავებით ვარ განწყობილი და სწორედ ამიტომაც დიდი სიფრთხილე გვმართებს.ცდ

როგორც ბატოონი პრეზიდენტი აცხადებს პატიმრები არა მარტო შეერთებულ შტატების სასამართლომ არამედ არც საერთაშორისო კანონმდებლობამ უნდა გაასამართლოს.

პრეზიდენტ ბარაკ ობამას ავღანეთში სიტუაციის სტაბილიზაციის სტრატეგიის პირველი ეტაპი სწორედ მიმდინარე კვირას დაიწყო. კერძოდ კი ავღანეთში 4000 ამერიკელი საზღვაო ქვეითი ჯარისკაცი და ასობით უშიშროების ძალების ავღანელი ჯარისკაცი ჰელმანდის პროვინციაში სამხედრო ოპერაციებს აწარმოებენ. ჰელმანდის პროვინცია თალიბთა თავშესაფრად ითვლება და მემაბოხეთა თავდასხმები ხშირია.

როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება მაშინ წარმატებას სხვა კუთხით აღვიქვამ, და აქედან გამომდინარეა ის რომ ალყაიდასა და მის თანამოაზრეებს არ უნდა მივცეთ ამერიკელებზე თავდასხმის საშუალება. ცდ

დღეს დაიწყო პრეზიდენტ ობამას ერთკვირიანი საერთაშორისო ვიზიტი. იგი დღეს რუსეთის ლიდერებს შეხვდა. ამერიკის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვდევთან და პრემიერ მინისტრთან ვლადიმირ პუტინთან ბირთვული იარაღის კონტროლისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. ბატონი ობამა აცხადებს რომ მედვედევს კარგად ესმის რომ ცივი ომის პერიოდი დასრულდა და ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები უნდა განახლდეს, თუმცა პუტინი ჯერ კიდევ მერყეობს თუ როგორ უნდა განვიტარდეს ორი ქვეყნის ურთიერთობები.

მე ვფიქრობ რომ პუტინი პრობლემების მოგვარების ორ ხერხს იყენებს, ძველებურს და ახლებურს. ცდ

ბარაკ ობამამ იქვე დასძინა რომ მნიშვნელოვანია არამარტო რუსეთის პრეზიდენტთან არამედ პრემიერ მინისტრთანაც შეხვედრა რადგანაც ვლადიმირ პუტინი დღემდე რუსეთში გავლენიანია პოლიტიკური ფიგურაა.

პრეზიდენტი ობამა ასევე მონაწილეობას მიიღებს დიდი რვიანის ეკონომიკურ სამიტში რომელიც იტალიაში ტარდება, და მისი ვიზიტის ბოლოს იგი განას ეწვევა. ეს იქნება პრეზიდენტ ობამას პირველი სტუმრობა აფრიკაში.



XS
SM
MD
LG