ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში  აფეთქებების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა


ბაღდადის რაიონში მომხდარი აფეთქებების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ეს პირველი მსხვერპლია მას შემდეგ რაც ამერიკის ჯარებმა დატოვეს ერაყის ქალაქები.

ერაყის დედაქალაქში გზისპირას ჩადებულ ნაღმზე აფეთქების შედეგად ერთი ერაყელი ჯარისკაცი დაიღუპა და 8 დაიჭრა.

კიდევ ორი ადამიანი მოკვდა და 15 დაიჭრა მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად.

მოთარეშეებმა ქალაქ კირკუკში საკუთარი სახლის შესასვლელთან ერაყის არმიის ოფიცერი მოკლეს. სამშაბათს ამ ქალაქში ბაზრობაზე ბომბის აფეტქების შედეგად 33 ადამიანი დაიღუპა.

აღსანიშნავია რომ ამერიკის ჯარების გაყვანას ერაყის ქალაქებიდან ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიქიმ დიდი გამარჯვება უწოდა.

XS
SM
MD
LG