ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა კვირას  მოსკოვში ჩავა


რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იმედოვნებს რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ბარაქ ობამასთან დაგეგმილი შეხვედრა ორმხრივი თანამშრომლობის ახალ პერპექტივებს წარმოაჩენს.

კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია რომ პრეზიდენტი ობამა მოსკოვთან უფრო მჭიდრო და ეფექტური ურთიერთობების დამყარებას ესწრაფვის.

ობამა კვირას ჩავა მოსკოვში სტრატეგიული ბირთვული იარაღის შემცირების ხელშეკრულების მოსაწერად. გარდა ამისა ორი ქვეყნის პრეზიდენტები რუსეთის გავლით ავღანეთში ნატოს ჯარების მომარაგების საკითხებსაც განიხილავენ.

XS
SM
MD
LG