ასოციაცია “სტუდია რე”-მ, ბრიტანული
ორგანიზაცია “შერიგების რესურსებისა” და ჰაინრიხ
ბიოლის
ფონდის
მხარდაჭერით, კონფლიქტის თემაზე მორიგი დოკუმენტური ფილმი გადაიღო. მისი ჩვენება რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში
გაიმართა.
“ნების არქონა”, -ასე ჰქვია 47-წუთიან
ფილმს,
რომლის
სამიზნე
აუდიტორია
ახალგაზრდა
თაობაა,
რადგან ფილმის რეჟისორის
მამუკა
ყუფარაძის
აზრით,
კონფლიქტის
მოგვარება
დღეს
სწორედ
ახალგაზრდა
თაობას
შეუძლია.
- ფილმებს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემატიკაზე 1998 წლიდან ვამზადებ. ასევე სამხრეთ ოსეთზეც მაქვს გადაღებული ორი ფილმი. ამ ფილმების შინაარსი
დამოკიდებულია
იმაზე,
თუ
რა
პროცესები
ვითარდება
იმ კონკრეტულ მომენტში,
კონფლიქტების
მოსაგვარებლად.
სამწუხარო ფაქტია, რომ კონფლიქტების მოგვარება ჯერ კიდევ შორეულ პერსპექტივად რჩება და ამ მიმართულებით წინ ოდნავადაც
ვერ
წავიწიეთ. თავიდან მქონდა ჩანაფიქრი, რომ ახალი ფილმი გამეკეთებინა იმის შესახებ,
თუ
რატომ
არ
გვარდება
ქართულ-აფხაზური
და
ქართულ-ოსური
კონფლიქტები,
ამის
გაკეთება
მინდოდა
კონკრეტული
მაგალითების
მიხედვით.
ეს
ფილმი
უნდა
გადამეღო,
როგორც
საქართველოში
ასევე
აფხაზეთში,
მაგრამ
ამ
პროექტს
არ
ეწერა
განხორიციელება. თითქმის ორი წელი ველოდებოდი ოფიციალური სოხუმისგან აფხაზეთში შესვლის ნებართვას. ადრე ბევრჯერ
ვარ
ნამყოფი
და
ორი
ფილმიც
მაქვს
გადაღებული,
მაგრამ
ამჯერად
ვეღარ
შევედი, ამიტომ იძულებული გავხდი,
კონფლიქტის
მოგვარების
მხოლოდ
ქართული
ხედვის
წარმოჩენით
დავკმაყოფილიყავი, დამესვა მთავარი შეკითხვა: რატომ არ გვარდება კონფლიქტი ამ წლების განმავლობაში, და რა შეცდომები დავუშვით ჩვენ -
ქართველებმა.
რეჟისორმა ფილმში წამყვანებად 20 წლის თეონა მჭედლიშვილი და 21 წლის ვახუშტი მენაბდე მიიწვია. ფილმი აგებულია უამრავი ადამიანის მონათხრობზე, შეფასებებსა თუ მოგონებებზე. ახალგაზრდები ესაუბრებიან დევნილებს, რომლებიც ყვებიან თავიანთ ისტორიებს და ყურადღებას ამახვილებენ დღევანდელ პრობლემებზე; კონფლიქტოლოგებს, რომლებიც აკეთებენ შეფასებებს და მსჯელობენ კონფლიქტების დარეგულირების გზებზე; ფილმში ასევე ჩასმულია ინტერვიუ ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან და ექსთავდაცვის მინისტრ გია ყარყარაშვილთან, ადამიანები, რომლებიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს გადაწყვეტილებებს იღებდნენ.
რომელ კითხვებზე მიიღეს პასუხი ახალგაზრდებმა, ამას თავად ფილმში მოგვახსენებენ. ალბათ ჯერ ისევ ბევრია პასუხგაუცემელი კითხვა, გასაანალიზებელი საკითხი, რომელიც ამგვარი ფილმების მეშვებოით ნელნელა დაიძლევა და გაცილებით უფრო ნათელი გახდება, ახალი თაობის წარმომადგენლებისათვის მაინც.