ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში  მოკლულია 12 მეამბოხე


ავღანეთში მებრძოლი ამერიკული კოალიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოკლულია 12 მეამბოხე, რომლებიც პაკისტანიდან უცხოელი მებრძოლების შემოყვანაში იყვნენ ეჭვმიტანილი.

კოალიციის განცხადებით, ღამის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლების დროს დაზიანდა ხოსტის პროვინციაში მდებარე სამალავები. კოალიციის ძალების მიერ ჩატარებული ოპერაცია მიზნად ისახავდა თალიბი მეამბოხეების ლიდერ სირაჯ ჰაქანისთან დაახლოვებულული მებრძოლების განეიტრალებას. ჰაქანი ცნობილია მთელი რიგი თავდასხმების ორგანიზებისთვის ავღანეთში.ჯერჯერობით დაუზუსტებელია დაღუპულ მეამბოხეთა რაოდენობა. ამ ფონზე, აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარე საკონტროლო გამშვებ პუნქტთან თავი აიფეთქა ქალის ტანსაცმელში გადაცმული კამიკაძე ტერორისტმა. ინციდენტისას დაიღუპა პოლიციელი და ბავშვი. დაშავდა 10 ადამიანი.

XS
SM
MD
LG