ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსებმა ჩრდილოეთ კავკასიაში ანტი ტერორისტული ოპერაცია დაიწყეს


რუსებმა ჩრდილოეთ კავკასიაში ანტი ტერორისტული ოპერაცია დაიწყეს. ოპერაციის წარმომადგენელმა ნატალია ბოროვინსკაიამ განაცხადა, რომ ყაბარდო ბალყარეთის რესპუბლიკაში მიმდინარე ეს ოპერაცია მიზნად ისახავს არალეგალური შეიარაღებული ჯგუფების მიერ თარეშის ალაგმვას.ამათგან უმრავლესობა ადგილობრივი პოლიციელების მუშაობას უქმნის საფრთხეს. ბოროვინსკაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რეგიონში სიტუაცია დაძაბული რჩება და რომ იქ, 2007 წლის შემდეგ 32 ტერორისტული შემთხვევას ჰქონდა ადგილი. მისი განცხადებით, ინციდენტებისას, რომლებშიც შინ ნაკეთი ბომბები იყო გამოყენებული,9 პოლიციელი დაიღუპა. დაშავდა 27 პოლიციელი და 5 მშვიდობიანი პირი.

XS
SM
MD
LG