დღეს დილით, მას შემდეგ რაც ამერიკელმა სამხედროებმა დატოვეს ერაყის ქალაქები, ბაღდადში უშიშროების სიტუაციის კონტროლი ერაყის ძალებმა ჩაიბარეს.
გუშინ, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა გენერალ მაიორმა დენიელ ბოლგერმა ყოფილი თავდაცვის სამინისტროს შენოის გასაღები, საზეიმო ვითარებაში გადასცა მის ერაყელ კოლეგას. აქამდე ეს შენობა ერთობლივი ცენტრის ფუნქციას ასრულებდა. ამერიკული ძალების გასვლა ნაწილია ამერიკა-ერაყს შორის მიღწეული შეთანხმებისა, რომლის თანახმად ამერიკელმა სამხედროებმა ერაყის სრული ტერიტორია 2011 წლის ბოლოსთვის უნდა დატოვონ. 30 ივნისი ერაყის მთავრობამ ეროვნული სუვერენიტეტის დღედ გამოაცხადა.
ამ დღის აღსანიშნავად, ბაღდადის ზავრას პარკში გუშინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ამ ფონზე, ერაყში ჯერჯერობით ათობით ათასი ამერიკელი ჯარისკაცი რჩება, რომელბიც ადგილობრივ ძალებს ტრეინინგს ჩაუტარებენ და რჩევებს მისცემენ მათ. თუ ერაყელებმა მოითხოვეს, მაშინ ისინი ქალაქებშიც დაბრუნდებიან. გუშინ, ამერიკული ძალების გასვლის მომენტში დედაქალაქში 4 ამერიკელი ჯარისკაცი იქნა მოკლული.