ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს რესპუბლიკური პარტია ბერლინურ შეხვედრაზე



კახა თარგამაძის და გამყრელიძე -გაჩეჩილაძის ბერლინური შეხვედრა ისევ მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩება. რეაქციები განსხვავებული იყო, საზოგადოების ერთი ნაწილი თვლის,რომ ამ შეხვედრაში არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა,მეორე თვლის რომ ეს სამშობლოს ღალატის ტოლფასია და არის საზოგადოების ნაწილი,რომელნიც ამ შემთხვევაში არა რომელი მხარის,ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის მხარდამჭერია, მაგრამ ამასთანავე მკაფიო დამოკიდებულება აქვს მსგავსი შემთხვევების მიმართ. კახა თარგამაძე საქართველოს უახლოესი ისტორიის ერთერთი ყველაზე ბნელი და ნეგატიური ფენომენია. სამწუხაროდ ოპოზიციურად განწყობილი პარტიის ლიდერები მსგავს დამოკიდებულებას არ გამოხატავდნენ, როდესაც ბერლინის შეხვედრაზე მათ სხვადასხვა მედიის საშუალებები კომენტარს სთოხვდნენ. ყველაზე გვიან, განცხადება რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა გააკეთეს. საზოგადოება კი სწორედ მათ კომენტარს ელოდა ყველაზე მეტად.

-თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ გაჩეჩილაძე-გამყრელიძე-თარგამაძეს დაფინანსებაზე არ უსაუბრიათ, რადგან ასეთ მნიშვნელოვან თემას ალიანსის ლიდერები ერთმანეთს უთანხმებენ, პრივატული შეხევდრის შეთანხმების აუცილებლობა კი არ იყო. კახა თარგამაძე კეთროვანი და პოლიტიკური წარსულია -აცხადებს ხიდაშელი. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს მიაჩნია, რომ შემოდგომაზე საქართველოში არჩევნები იქნება და იმ პოლიტიკურ ალიანსს, რომელშიც თავადაა გაწევრიანებული,წარმატების დიდი შანსი აქვს. ეს არის ქართული პოლიტიკური ცხოვრების კეთროვანი, რომელიც ყველასათვის მიუღებელი უნდა იყოს –ამბობს თინა ხიდაშელი. კომენტარი სამთა ალიანსის ლიდერს ირაკლი ალასანიას ჯერ არ გაუკეთებია, რადგან ის ისევ ამერიკაში იმყოფება. საზოგადოების მოლოდინი კი ალასანიას შეფასებაზე ახლა ყველაზე დიდია. მის მოსაზრებას ელიან როგორც მთავრობის მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიის წარმომადგენლები,ასევე ხელისუფლების ოპონენტი ჟურნალისტებიც და რაც მთავარია საზოგადოება.

XS
SM
MD
LG