ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანში საარჩევნო ბიულეტენების ნაწილობრივი გადათვლის პროცესი დასრულდა


ირანის სამთავრობო მედია აცხადებს, რომ საარჩევნო ბიულეტენების ნაწილობრივი ხელმეორე გადათვლის პროცესი დასრულდა. ირანის მეურვეთა საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგით უკმაყოფილოთა დასაშოშმინებლად საარჩევნო ბიულეტენების ათი პროცენტის ხელმეორედ გადათვლის განკარგულება გასცა. დღეს მეურვეთა საბჭოს წევრები ოპოზიციის კანდიდატს მირ ჰოსეინ მუსავის შეხვდნენ. მედია აცხადებს, რომ ამ შეხვედრამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ასევე ცნობილი გახდა ისიც, რომ გაათავისუფლეს ბრიტანეთის საელჩოს ხუთი დაკავებული ირანელი თანამშრომელი. მათ საპროტესტო დემონსტაციებში მონაწილეობის მიღებაში სდებდნენ ბრალს. ჯერ-ჯერობით საპყრობილეში ბრიტანეთის საელჩოს ოთხი თანამშრომელი რჩება.

XS
SM
MD
LG