ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყანდაარში მომხდარ შეიარაღებულ შეტაკებას  პოლიციის უფროსის სიცოცხლე ემსხვერპლა


ავღანეთის ყანდაარის პროვინციაში მომხდარ შეიარაღებულ შეტაკებას პროვინციის პოლიციის უფროსის და კიდევ ცხრა პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყნის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა, რომ შეტაკება ავღანეთში მოქმედ კოალიციის ძალებთან კავშირში მყოფი უშიშროების კერძო სამსახურის წევრების მიერ ყანდაარის პროკურატურაში შესვლამ და პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნამ გამოიწვია. პოლიციამ წინააღმდეგობა გაუწია მათ და შედეგად სროლა ატყდა. პრეზიდენტმა კოალიციის ჯარებს ხელისუფლებისთვის მათი გადაცემა მოსთხოვა ვინც ინციდენტში მონაწილეობას იღებდა.

XS
SM
MD
LG