ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა და აზერბაიჯანმა ბუნებრივი აირის გადატანის შესახებ ხელშეკრულება დადეს


რუსეთმა და აზერბაიჯანმა ბუნებრივი აირის გადატანის ხელშეკრულება დადეს. რუსეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა დიმიტრი მედვედევმა და ილჰამ ალიევმა დოკუმენტს დღეს ბაქოში მოაწერეს ხელი. ამ ხელშეკრულების თანახმად "გაზპრომი" "შაჰ დენიზის" საბადოდან ბუნებრივი აირის შესყიდვას დაიწყებს. ამ გაზის ევროპისთვის მიწოდებას რუსეთი შავი ზღვის ფსკერზე გამავალი გაზსადენის მეშვეობით გეგმავს. თავისმხრივ ევროკავშირიც აზერბაიჯანიდან გაზის რუსეთის გზის ავლით "ნაბუქოს" სადენით გადატანას ცდილობს.

XS
SM
MD
LG