ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი რვიანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანში მიმდინარე მოვლენები დაგმეს


იტალიის ქალაქ ტრიესტში გაკეთებულ განცხადებაში, დიდი რვიანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაგმეს ირანში მიმდინარე მოვლენები და თეირანს ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის უფლების პატივისცემისკენ მოუწოდეს.

მინისტრების მიერ შემუშავებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არჩევნების შემდეგ განვითარებული კრიზისი ირანში, დემოკრატიული დიალოგის მეშვეობით უნდა მოგვარდეს.

დიდი რვიანის მინისტრებს, სავარაუდოდ ასევე აქვთ სურვილი ერთობლივი დოკუმენტი შეიმუშავონ, რომელიც მათ შეშფოთებას დააფიქსირებს ირანში მიმდინარე ძალადობის გამო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა გაფრთხილება ირანის იზოლაციის წინააღმდეგ, თქვა რა, რომ ეს არასწორი მიდგომა იქნება.

თეირანმა არ მიიღო დიდი რვიანის მინისტერიალზე საგანგებო სტუმრად დასწრების მიწვევა.


XS
SM
MD
LG