ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯექსონის ცხოვრება ექსცენტრიული და საზოგადოებისთვის ხშირად დაფარული იყო


მუსიკოსი და კომპოზიტორი, რომელმაც საყოველთაო დიდება სიმღერისა და ცეკვის სახასიათო სტილით მოიპოვა პოპის, როკისა და სოულის მუსიკის სინთეზით გაითქვა სახელი.

მუსიკალურ სცენას იგი ანსამბლ “ჯექსონ ხუთის” შემადგენლობაში მის ოთხ ძმასთან ერთად მოევლინა.

თუმცა უპრეცედენტო წარმატებას მან მაინც სოლო კარიერის დაწყების შემდეგ მიაღწია, ისეთი ჰიტებით, როგორებიც იყო OFF THE WALL და THRILLER.

ჯექსონს დღეს ინოვატორს უწოდებენ მუსიკალური ვიდეოს ჟანრის ისტორიაში, ჟანრისა რომელიც 1980 იან წლებში დამკვიდრდა.


80იან წლებში ჯექსონმა მედიის ყურადღება საქველმოქმედო საქმიანობით მიიპყრო.

1985 წელს მისი დახმარებით მოხდა აფრიკის კონტინენტზე შიმშილის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას, რომლის ნაწილიც იყო ცნობილი ჰიმნი WE ARE THE WORLD.

სასცენო მოღვაწეობის მიღმა, მრავალრიცხოვანი გრემის მფლობელი მუსიკოსი ექსცენტრიულობით და კარჩაკეტილი ცხოვრებით გამოირჩეოდა.

ერთ დროს იგი აცხადებდა, რომ მას არასდროს მისცემია შესაძლებლობა ბავშვობის წლებით დამტკბარიყო. ამიტომაც იყო რომ მან ახალგაზრდების გარემოცვაში ამჯობინა განმარტოება, ზოოპარკი და გასართობი ცენტრი დააარსა.

ჯექსონმა ორჯერ იქორწინა, პირველად 1994 წელს ლისა მარი პრესლიზე და შემდეგ დები როუვზე, რომელთანაც მას ორი შვილი შეეძინა.

ჯექსონს მესამე შვილი ჰყავს ანონიმი სუროგატი მეუღლისგან.


XS
SM
MD
LG