ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლოს ანჯელესში 50 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა პოპ მუსიკის მეფე მაიკლ ჯეკსონი



ლოს ანჯელესში 50 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა პოპ მუსიკის მეფე მაიკლ ჯეკსონი. მას აუტოპსიას პარასკევს ჩაუტარებენ. ხუთშაბათს ჯეკსონი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მაიკლ ჯეკსონს ორ თვეში 51 წელი შეუსრულდებოდა. მას დაგეგმილი ჰქონდა კონცერტების ჩატარება ლონდონში, რომლის ბილეთები უკვე გაყიდული იყო.

მაიკლის ძმის, მომღერალ ჯერმან ჯეკსონის განცხადებით ექიმები მაიკლის პირადი ექიმის ჩათვლით ამაოდ ცდილობდენ მის გადარჩენას. მოგვიანებით პოპ ვარსკვლავი შვეულმფრენით გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ მას არაფერმა არ უშველა.

ლოს ანჯეკესის პოლიციის დეპარტამენტმა მაიკლ ჯეკსონის სიკვდილის მიზეზების გარკვევასთან დაკავშირებით სპეციალური გამოძიება დაიწყო მისი სტატუსის გამო, თუმცა რაიმე კრიმინალზე ლაპარაკიც ზედმეტია.
XS
SM
MD
LG