ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ერთ-ერთმა სულიერმა ლიდერმა მთავრობას საპროტესტო დემონსტრაციების ორგანიზატორთა სასტიკი დასჯისკენ მოუწოდა



ირანის ერთ-ერთმა სულიერმა ლიდერმა მთავრობას საპროტესტო დემონსტრაციების ორგანიზატორთა სასტიკი დასჯისკენ მოუწოდა.

თეირანის უნივერსიტეტში გამოსვლისას აჰმად ჰატამიმ განაცხადა რომ არეულობის მომწყობნი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ. მან ასევე ბრალი დასდო უცხოელ ჟურნალისტებს ცეცხლზე ნავთის დასხმაში.

ირანის ხელისუფლებამ ბოლო მოუღო საპრეზიდენტო კანდიდატის მირ ჰუსეინ მუსავის მხარდამჭერთა საპროტესტო აქციებს, რომლებიც არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდნენ.

უშიშროების ძალებთან შეტაკებაში სულ ცოტა 17 ადამიანი დაიღუპა და ასობით მომიტინგე დააპატიმრეს.

ირანის ხელისუფლების განცხადებით 12 ივნისს ჩატარებული არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე უფრო სამართლიანი იყო ქვეყნის ისტორიაში.
XS
SM
MD
LG