ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაშმირში შახიდის მიერ ბომბის აფეთქების შედეგად ორი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა


პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით ქაშმირში შახიდის მიერ ბომბის აფეთქების შედეგად ორი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა.

უშიშრეობის სამსახურის განცხადების თანახმად თავდამსხმელმა ბომბი პაკისტანის არმიის მანქანის მახლობლად ააფეთქა მუზაფარაბადში, რომელიც პაკისტანის ქაშმირის დედაქალაქია.

პაკისტანში ტერაქტები ხშირად ხდება, მაგრამ ქაშმირში ასეთი რამ პირველად მოხდა. ამასობაში ვაზირისტანის რეგიონში პაკისტანის არმიის სამხედრო ბადრაგი ააფეთქეს, რასაც სულ ცოტა ორი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.

ქალაქ მირან შაჰის მახლობლად კი კიდევ ერთი აფეთქება მოხდა რომლის დროსაც 11 ადამიანი დაიჭრა. ამ რაიონში გაფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს თალიბებსა და პაკისტანის ხელისუფლებას შორის, რომელსაც შეერთებული შტატები უჭერენ მხარს.
XS
SM
MD
LG