ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადის ცენტრში ბომბის აფეთქების შედეგად სულ ცოტა 11 კაცი დაიღუპა და 25 დაიჭრა


ერაყის პოლიციის განცხადებით ბაღდადის ცენტრში ბომბის აფეთქების შედეგად სულ ცოტა 11 კაცი დაიღუპა და 25 დაიჭრა. პოლიციის ინფორმაციის თანახმად ბომბი მოტოციკლეტზე იყო დამონტაჟებული ბაღდადის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ მარაზიაში.

ეს ტერაქტი ერაყის ქალაქებიდან ამერიკის ჯარების გაყვანამდე ოთხი დღით ადრე მოხდა.

ოთხშაბათს ბაღდადის სადრის უბანში რომელიც შიიტებით არის დასახლებული უძლიერესი აფეთქება მოხდა, რამაც 76 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

გასულ შაბათს კი კირკუკში მომხდარი სატვირთო ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG